პრესრელიზი
23 ივნისი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძეპიარ მენეჯერი
+ (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/
"ელიტ ელექტრონიქსი" ინოვაციური სამზარეულოს პრეზენტაცია მოაწყო
[Publicity.Ge]თბილისი, 23 ივნისი,2011 - "ელიტ ელექტრონიქსმა" GORENJE-ს ინოვაციური სამზარეულოს პრეზენტაცია გამართა, რომლის შემქმნელიც მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი - კარიმ რაშიდია. პრეზენტაცია 22 ივნისს, 20:00 საათზე TBILISI EVENT HALL-ში ჩატარდა.
ცნობილი იტალიური დიზაინის სტუდიის "პირინფარინას" და ფრანგი დიზაინერის "ორა-იტო"-ს შემდეგ, GORENJE-მ ფერების უდაო მეფის კარიმ რაშიდის სამზარეულო ტექნიკა წარმოადგინა.
60 წლიანი გამოცდილებით, "გორენიე" ევროპაში სახლის მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია, რომელიც ერთმანეთს უთავსებს დიზაინს და ტექნოლოგიებს. გორენიეს ტექნიკა იყიდება 70 ქვეყანაში.
- "ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა რაშიდის ქარიზმამ და ფერების თამაშმა მის დიზაინში. იმისათვის რომ ფერები უფრო ელეგანტური გაგვეხადა, გადავწყვიტეთ LED ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა, რომელიც მომავლის ინოვაციურ განათებად არის აღიარებული. "გორენიე" არის სახლის მოწყობილობების პირველი მწარმოებელი, რომელიც გთავაზობთ ტექნიკის ფერების ცვლას ინოვაციური MoodLite ტექნოლოგიის გამოყენებით, ტექნოლოგიის, რომელიც "გორენიემ" შეიმუშავა" - ამბობს პოლონა ბობინაცი GORENJE-ს კომერციული დირექტორი.
GORENJE კარიმ რაშიდის დიზაინით განსაკუთრებული კოლექციაა, რომელიც გათვლილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს საუკეთესო დიზაინს და სილამაზეს.
- "ეს არის ეფექტური სამზარეულო როგორც ვიზუალურად, ისე ტექნოლოგიურად. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ გამარტივებულ ფუნქციებთან ერთად, საშუალება გვაქვს ტექნიკას საკუთარი განწყობის მიხედვით შევუცვალოთ ფერი. "გორენიე"-ს ჯგუფის ხედვაა, გახდნენ ყველაზე ინოვაციური დიზაინის სახლის მოწყობილობების შემქმნელები. გვეამაყება, რომ აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში სწორედ "ელიტ ელექტრონიქსია" - აცხადებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი.
- "წლების მანძილზე მინდოდა შემექმნა სახლის მოწყობილობების დიზაინი.გორენიემ დამანახა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე დიზაინით. შესაბამისად აღნიშნულ პროექტზე სიამოვნებით დავთანხმდი. დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გარემოსთვის, ჩვენი ყოველდრიურობისთვის, ჩემი სურვილია, რომ ადამიანებმა იცხოვრონ თანამედროვეობაში და გათავისუფლდნენ ძველი რიტუალებისგან, ნოსტალგიისგან ჩვენ უნდა გავალამაზოთ ეს პლანეტა ყველა კუთხით და სამყაროს ყველა კუთხეში" - აცხადებს კარიმ რაშიდი.
კარიმ რაშიდი მრავალმხრივი ტალანტის ადამიანია, რომელსაც შექმნილი აქვს სახლის თითქმის ყველა მოწყობილობის დიზაინი. ის ასევე არის არქიტექტორი, დეკორატორი, ლექტორი, მხატვარი, მოდის დიზაინერი და DJ. მისი პორტფოლიო მოიცავს 3000 დიზაინს და 300 ჯილდოს. მუშაობდა დაახლოებით 40 ქვეყანაში, ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: აუდი, არმანი, კენზო, პრადა, სონი, სვაროვსკი, ტოიოტა - ახლა კი გორენიე.